საავტორო და მომიჯნავე უფლებები

საავტორო და მომიჯნავე უფლებები
ამ შეზღუდვების მიზანია, დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს; აგრეთვე მომიჯნავე უფლება, დაკავშირებული შემსრულებელთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან. ასეთი შეზღუდვების დაწესება სხვა პირთა უფლებების დაცვითაა გამართლებული, რადგანაც ასეთ დროს საქმე გვაქვს არა მარტო ინფორმაციის გავრცელების უფლებასთან, არამედ სხვა პირთა საკუთრებასთან და მათ ქონებრივ უფლებებთან. ასეთი უფლებების დაცვა აუცილებელია კანონით გათვალისწინებული წესითა და მოცულობით და მათი დარღვევა ინფორმაციის გავრცელების საჟარო ინტერესით ვერ გამართლდება.
Source: ადეიშვილი ზურაბ. მედია და კანონი / [რედ.: თამარ კინწურაშვილი, დავით ზურაბიშვილი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»